არჩევნები 2017

ნარმანია CITY პარკზე: მომავალი მერი თუ უფრო მკაცრ ზომებს გაატარებს, მისასალმებელია

სითი პარკთან ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია - ეს არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მათი საქმიანობის და მტაცებლური პოლიტიკის მიმართ. ბუნებრივია, მკაცრი ზომები უნდა გატარდეს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ "სითი პარკთან" გაფორმებულია ძალიან კაბალური ხელშეკრულება. ჩვენ მოლაპარაკებით მათთან ვერაფერს გავხდით, არც ერთი გონივრული წინადადება მათ არ მიიღეს. მომავალი მერი თუ უფრო მკაცრ ზომებს გაატარებს, ეს მხოლოდ მისასალმებელია.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ქართული ოცნების მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადება შეაფასა. ცნობისთვის, კალაძემ თქვა, რომ "როგორც კი შევალ მერიაში, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც დღეს ხდება ქალაქში. შესაბამისად, ადამიანებს ექნებათ საშუალება ნორმალურ გარემოში მოახერხონ დაპარკინგება, მანქანის გაჩერება და ა.შ".

კომენტარები