არჩევნები 2017

ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილს ჰგონია, რომ თუ ტყუილს ხშირად გაიმეორებს, ხალხი დაიჯერებს

ნათელია, რომ რადგან ივანიშვილს ერთხელ გაუვიდა ხალხთან ტყუილი, ჩათვალა, რომ როგორი დიდიც არ უნდა იყოს ეს ტყუილი, თუ მას ხშირად გაიმეორებს, ხალხი ამას დაიჯერებს და სწორედ ამიტომ აჩვენებს "ჩემი საქართველო აქ არის" კლიპს [ქართული ოცნების წინასაარჩევნო კლიპი], რომელიც ბიძინა ივანიშვილის ენაზე ნიშნავს იმას, რომ მისი ბოსტანია რეალურად აქ, სადაც ადამიანებს და ინსტიტუტებს ისე მოექცევა, როგორც თავად უნდა და რომ ამ საქართველოში ადამიანები არიან გაღიმებულები, ბედნიერები, თითქოს, ხალხი რომ შეხედავს ამ კლიპს, დაიჯერებენ, რომ აღარ შიათ, აღარ ცივათ, აღარ აწვიმთ, ყველა დაპირება შესრულებულია და ყველა არის ბედნიერი, ყველა იცინის, ყველა მღერის. მე მგონი, ამაში აყვნენ პარტიები ერთმანეთს იმიტომ, რომ რაღაც მეზღაპრეობაში შეჯიბრს ჰგავს პარტიების ნაწილის კამპანია

ტაბულას დირექტორი TV პირველის ეთერში საუბრობს ქართული ოცნების წინასაარჩევნო კლიპზე "ჩემი საქართველო აქ არის"

კომენტარები