ე.წ ციანიდის საქმე

ბოტკოველი: ბევრი გვაქვს გასაკეთებელი საპატრიარქოს შერყეული იმიჯის აღდგენისთვის

ალბათ უნდა დავამთავროთ ციანიდის საქმეზე საუბარი. ჩვენ მთელი წელი ვსაუბრობთ ამ საკითხებზე და ძალიან ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ის იმიჯი, რომელიც ეკლესიას ჰქონდა და დღეს დადგა ამ იმიჯის შერყევის სხვადასხვა გარემოებები, როგორმე დავიბრუნოთ ეს იმიჯი და საზოგადოების მაღალი ნდობა.

ეს პატრიარქის მდივანმა დღეს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების პროკურატურაში დაკითხვის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

კომენტარები