მინისტრები პარლამენტში

სუბარი პარლამენტში გამოცხადებაზე: ოპოზიციის დაბარებები არ არის თემა

პირველად მესმის, ეტყობა კარგად ვერ მომაწოდეს ინფორმაცია. ალბათ იყო [მოთხოვნა გამოცხადებაზე], მაგრამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა. ყოველთვის მზად ვართ მსგავსი მუშაობისთვის. არ ვიცი, დაბარებული თუ ვიყავი. ოპოზიციის დაბარებები არ არის თემა, როცა სხვა ტიპის დაბარებები იქნება, ბუნებრივია მივალთ. ამ მე მივალ, ან ჩემი მოადგილე მივა. მთავრობა არის ერთიანი, მინისტრი, მინისტრის მოადგილე ეს არის ერთი გუნდი. 

განაცხადა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა ევროპული საქართველოს განცხადებაზე კომენტირებისას. პარტიამ პრემიერმინისტრს მიმართა, დაავალოს მთავრობის წევრებს, კანონის შესაბამისად გამოცხადდნენ პარლამენტში მაშინ, როცა მათ საპარლამენტო უმცირესობა დაიბარებს. ევროპულმა საქართველომ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში 6 მინისტრი დაიბარა, მათ შორის სოზარ სუბარიც, თუმცა მათ არსებულ მწვავე კითხვებზე ოპოზიციისთვის პასუხის გაცემა არ ისურვეს. 

კომენტარები