რომან გოცირიძე: ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა? 

გახსოვთ, რას იძახდა "ქართული ოცნება", ასფალტი ვჭამოთო? აი ჩვენც ახლა გეუბნებით, პენსიებს რომ არ ზრდით და ინფრასტრუქტურას ვზრდითო რომ ამბობთ, ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა? 

თქვა რომან გოცირიძემ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის მისი დეტალები მიუღებელია, რადგან, მათი აზრით, პროექტი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უგულავა: აქციაზე მომავალ ხალხს "ქოცები" არ უშვებენ, ქებურიას ქმარს თავს დაესხნენ

კომენტარები