არჩევნები 2017

ელისაშვილი: ოქრუაშვილთან არანაირ პოლიტიკურ გეგმებზე არ ყოფილა ლაპარაკი

ოქტომბრის დასაწყისში ოქრუაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მის კლასელებს, ნახალოვკელებს, ნაძალადევის მაცხოვრებლებს სურდათ ჩემი პირადად გაცნობა. მითხრა, რომ დაახლოებით 30 ადამიანია, ვუთხარი, კი ბატონო, ოღონდ ცოტა დრო მაქვს და ნახევარი საათით მოვალთქო. მივედი, შევხვდი ამ ადამიანებს საჯარო სივრცეში. კონსპირაციული შეხვედრა რომ მდომოდა, სადმე ისე დავიმალებოდი, ვერ გაიგებდნენ. მეორე დღეს ოქრუაშვილმა facebook-ზე დაწერა, რომ ჩემი კლასელები და მე შევხვდით ელისაშვილს, გავიცანით და რა კარგი კაცი ყოფილაო სუს-ის რესურსი რაში ცდება, წარმოიდგინეთ, ვიღაც ღილზე მიმაგრებულკამერიანი ტიპი იდგა იქ მაყალთან. შევხვდი საჯაროდ, იმიტომ, რომ დასამალი არაფერი მაქვს - არანაირ პოლიტიკურ გეგმებზე არ ყოფილა ლაპარაკი, ამომრჩევლებთან როგორი შეხვედრებიც მაქვს, ისე შევხვდი. ალბათ ყველა ხედავს, როგორი გაშმაგებული ბინძური კამპანიაა ჩემს წინააღმდეგ. ჩემს კამპანიას შეხედეთ, რამე ეტყობა ოქრუაშვილის ან ვინმეს დაფინანსებულის? აუდიტის სამსახურმა კარგად იცის, რას მირიცხავს ხალხი - 2 ლარს, 5ლარს და 10 ლარს.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის და ირაკლი ოქრუაშვილის რესტორანში შეხვედრის ამსახველი კადრები სააგენტო პრაიმთაიმმა გაავრცელა.

კომენტარები