არჩევნები 2017

კობახიძე: კონკრეტული არასამთავრობოები მიეჩვივნენ ფაქტების გარეშე საუბარს

სამწუხაროდ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიეჩვივნენ ფაქტების გარეშე საუბარს, რაც ძალიან სამწუხარო, ძალიან არასწორი პრაქტიკაა. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, რომ ისაუბრონ ფაქტებით, ფაქტებზე დაყრდნობით. ჩვენ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ იმ განცხადებაზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოში ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როცა იყო ერთმანეთთან აბსოლუტურად შერწყმული მმართველი პარტია და ადმინისტრაციული რესურსი. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს ამ პრაქტიკას არ მიმართავს "ქართული ოცნება". აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე ეს არჩევნები ძალიან დამაჯერებლად მოიგოს.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანგარიშის პასუხად, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდი საჯარო მოხელეების რესურსის მობილიზებას ცდილობს, რაც პრობლემურია. 

კომენტარები