არჩევნები 2017

დავით ბაქრაძე: ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის არჩევანს ამ ქვეყანაში

ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის არჩევანს ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ მათ შორის იმ ადამიანების არჩევანსაც, ვინც გულწრფელად დაუჭირა მხარი ქართულ ოცნებას და ასეთი ადამიანები საქართველოში ნამდვილად არიან, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ფართო მასშტაბიანი გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის, რომ არ ყოფილიყო ზეწოლები, რომ არ ყოფილიყო ამომრჩევლის მოსყიდვა და თანხის დარიგება, რომ არ ყოფილიყო ადამიანების დაშინება და შანტაჟი, შედეგი, რომელიც ვიხილეთ გუშინ ასეთი ფორმით და ასეთი რიცხვებით ნამდვილად არ დადგებოდა.

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე 21 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე

კომენტარები