არჩევნები 2017

ბაქარაძე: ჩვენი ამოცანა არ არის, ვიყოთ 11%-იანი ან თუნდაც 15% და 20%-იანი პარტია

ჩვენი ამოცანა, ნამდვილად, არ არის ვიყოთ 11% -იანი ან თუნდაც 15% და 20%-იანი პარტია. ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის, ცხოვრების უკეთესად შეცვლისთვის და იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერთან ერთად საპარლამენტო არჩევნებზე შევცვალოთ ხელისუფლება, სახლში გავუშვათ ქართული ოცნება და რაც მთავარია, მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ხალხს, ამიტომ "ევროპული საქართველო" მომავალს და მომავლის გზას ხედავს ბრძოლის გაგრძელებაში, მეტ მუშაობაში, მეტი ადამიანის გამოყვანაში არჩევნებზე და რაც მთავარია, უკეთეს მომზადებაში, იმისთვის რომ ადამიანებს დავანახოთ უკეთესი ალტერნატივა დღევანდელი ცხოვრების და ქართული ოცნების.

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე 21 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე

კომენტარები