გურამ კაშია

კაშია: ვაფასებ თქვენს თანადგომას, ახლა მხოლოდ მოახლოებულ მატჩებზე ვფიქრობ

ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, მიყვარხართ და ვაფასებ თქვენ თანადგომას! მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის,რომ ჩემი წარმატებით გაგახაროთ. ახლა მხოლოდ მოახლოებულ საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ #მადლობა

წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი და "ვიტესის" მცველი გურამ კაშია Facebook-ზე. კაშიას თანადგომა ზოგიერთმა სხვა სპორტსმენმა, პოლიტიკოსმა და მოქალაქეებმა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც ის ჰომოფობების აგრესიის ობიექტი გახდა. აგრესია "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს მოჰყვა.

კომენტარები