გურამ კაშია

კაშია: ისევ იმ აზრზე ვარ, რომ აგრესიის წინააღმდეგი ყველა უნდა ვიყოთ

იმიტომ დაგთანხმდით თქვენ [ამ ინტერვიუზე], რომ ჩემი საქმე სპორტია. არასდროს გამოვჩენილვარ ისეთ გადაცემებში, სადაც სხვა თემაზე ლაპარაკობენ, სპორტზე ვიცი ლაპარკი, სპორტზე შემიძლია ლაპარაკი. ფაქტს რაც შეეხება, ეს იყო ჩვეულებრივი კამპანია, ფედერაციამ გადაწყვიტა, ერედივიზიონში ყოფილიყო ასეთი ტური, რომ მხარი დაეჭირათ გარკვეული კატეგორია ხალხისთვის, რომელიც ძირითადად აგრესიის [ობიექტია]. არავინ არ ელოდა ამხელა გამოხმაურებას საქართველოში. მე კაპიტანი ვარ, პასუხისმგებელი ვარ გუნდის გაყვანაზე და ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, რომელშიც უნდა მეთამაშა.

რაც მე ვთქვი ინტერვიუში, ყოველთვის აგრესიის წინააღმდეგი ვარ... მარტო იმ აგრესიის არა, რაც გარკვეული კატეგორიის ხალხის მიმართ არის - რამდენ რამეში შეიძლება აგრესია ნახო, ბავშვები, ცოლი, ქმარი, კაცი, ქალი, შავი, თეთრი, რელიგია - რამდენი რამის მიმართ აქვთ ადამიანებს აგრესია. მე ვთქვი, რომ ამის წინააღმდეგ ყოველთვის ვიქნები და ყველა უნდა იყოს, ჩემი აზრით. ერედივიზიონის ყველა კაპიტანს, ქვედა ლიგებში, ქალთა ლიგაში, ყველას ეკეთა და ვერც ხვდებიან, რომ ამხელა ამბავი მოყვა. მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ აგრესიის წინააღმდეგი ყველა უნდა ვიყოთ. ბევრი ლაპარაკი გამოიწვია, რაც მე არ მსიამოვნებს, ჩემი საქმე სპორტია, ვიყო ფეხბურთში და რაც მიყვარს, იმას ვაკეთებდე, ეს ფაქტი, კამპანია, ინციდენტი, სკანდალი - რა აღარ უწოდეს, ეს იყო ჩვეულებრივი ტურის თამაში, სადაც ვიტესის კაპიტანს უნდა კეთებოდა. მე ვარ კაპიტანი წლებია, ეს ერთი თამაში ხომ არ დამნიშნეს სპეციალურად.

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი და ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია LGBT საკმკლაურით თამაშზე, რუსთავი 2-ის გადაცემაში "სპორტის საათი"

კომენტარები