ტოლერანტობის ქომაგი

ნანუაშვილი ბოკერიაზე: წელს ტოლერანტობის განვითარებაში რაიმე შეეტანოს, ვერ დავინახე

ეს საბჭოს გადაწყვეტილებაა. სხვა დროსაც ყოფილა, რომ არ გამიზიარებია. მათი გადაწყვეტილებაა და ჩარევის უფლება არ მაქვს. ჩემი პირადი აზრი არა მგონია, ვინმესთვის საინტერესო იყოს. მე ვცადე შერჩევის პროცესი დამეხვეწა, რომ გამორიცხულიყო არაობიექტურობა და წინა წლებში ნაწილობრივ გამომივიდა. ჩემი აზრით, კრიტერიუმები უნდა იყოს მკაფიო, პროცესი გამჭვირვალე და ამ პროცესში არ უნდა იყოს კითხვის ნიშნები. მით უმეტეს, ერთ-ერთ კრიტერიუმი ისიც იყო, რომ კანდიდატის განსაკუთრებული დამსახურება მიმდინარე წელს უნდა ყოფილიყო და აქ ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს. მე დავუსვი ეგ კითხვა ბექას [მინდიაშვილს] და, როგორც ვიცი, ძველ საქმეებზეა საუბარი. მიმდინარე წელს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში რომ რაიმე განსაკუთრებული შეეტანოს, მე პირადად, ვერ დავინახე.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასთვის "ტოლერანტობის ქომაგის" ჯილდოს გადაცემის შესახებ. კომნეტარს ლიბერალი ავრცელებს.

კომენტარები