ბოკერია რესტრუქტურიზაციაზე: ნუთუ არ დაუთვლიათ და უფიქრიათ, რა ეფექტი უნდათ მიიღონ

გავიგე, რომ თქვენ იმედი გაქვთ პარლამენტის, ამ შემთხევაში უმრავლესობის მხარდაჭერისა. ოპოზიციის ხმის იმედი რომ არა გაქვთ, გასაგებია. [იმედი გაქვთ] იმის გარეშე, რომ უთხრათ ამ ხალხსაც კი, ჩვენზე არ ვლაპარაკობ - თუ რა მოხდება რეალურად. ამოცანის დასახვას რანაირად უშლის პროცედურა ხელს, რომ მთავრობამ იცოდეს და უთხრას ხალხს და უმრავლესობას პარლამენტში, რომ ამოცანაა ხარჯის ასე შემცირება. მერე ამის განხორციელებას, რა თქმა უნდა, დრო შეიძლება დასჭირდეს. რა შუაშია ეგ დრო პარლამენტის მინიმალურ ინფორმირებასთან იმის თაობაზე, რატომ ჩატარდა ეს ყველაფერი. თქვენმა პრემიერმინისტრმა, ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ხარჯების შემცირების და ოპტიმიზაციისთვის ვაკეთებთ ამასო, ნუთუ არც დაუთვლიათ, არც უფიქრიათ, რა ეფექტი უნდა მიიღონ, ჯერ ეს თქვეს, თქვენ აქ ხელს ააწევინებთ ხალხს და ხმას მიაცემინებთ და მერე იტყვით, რა მოხდება, ეს არის ნორმალური მიმდევრობა საკითხების? 

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის 4კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობის საპარლამენტო მდივანი რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის კანონპროექტს წარადგენს. შალვა თადუმაძე ამბობს, რომ ინფორმაცია, რა რაოდენობის თანხა დაიზოგება ამ პროცესის შედეგად, სამი თვის შემდეგ გაირკვევა. 

კომენტარები