მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

კალაძე: მოწევისთვის არ უნდა იჭერდნენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მარიხუანა კარგია

მარიხუანას მოწევის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მოწევა კარგია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა იყოს ჩართული ამ ყველაფერში და მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც პროპაგანდას გაუწევს ჯანსაღ ცხოვრებას. მჯერა, რომ ბევრი ახალგაზრდა ამყვება.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდება.

კომენტარები