მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: სახურავზე საიდანღაც ამოძვრა მღვდელი, გამამხნევა, ლოცვები წაიკითხა

სახურავზე რომ ვიყავი, ყველა მხრიდან ხომ გარშემორტყმული ვიყავი და საიდანღაც ამოძვრა ჩვენი მოძრაობის აქტივისტი მღვდელი და ვერ ვიცანი, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ანაფორაში დადის. ამოძვრა და მე ვუთხარი, არ მომეკარო თქო და რას ამბობ, ვერ მიცანიო? მღვდელი ვარო და ამოვიდა, გამამხნევა, ლოცვები წაიკითხა იქ, იმათ უთხრა, არ მიეკაროთ, ხელი არ დააკაროთო. ესეთი ხალხია, საიდანღაც გამოძვრა მღვდელი, როგორ შემოვიდა, არ ვიცი, უკან ამათ როგორ გამოეპარა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ გამოეპარა. ჩემი აზრით, სახანძრო კიბით ამოძვრა.

თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში კიევში მისი დაკავების შესახებ.

კომენტარები