სტრუქტურული ცვლილებები

ჭიაბერაშვილი: უმრავლესობის შენიშვნები "ცისფერ მთებში" ორ სათაურზე დავას ჰგავს

როდესაც დღეს დამხვდა მაგიდაზე დოკუმენტი, თუ რა შენიშვნები წარმოადგინეს ჩვენმა კოლეგებმა უმრავლესობიდან და გადავხედე ამ დოკუმენტს, ბუნებრივად გამახსენდა "ცისფერი მთებში" არსებული კამათი ორი სათაურის შესახებ. იმიტომ რომ შენიშვნების უდიდესი ნაწილი იყო გასაერთიანებელი სამინისტროების სახელების შესახებ თუ რა სათაური უნდა ერქვას სამინისტროს. ამან ნათლად აჩვენა ის არაკომპეტენტურობა, რაც ქართულ ოცნებას ახასიათებს. სინამდვილეში კამათი სათაურების შესახებ კი არ უნდა იყოს, არამედ იმაზე თუ რა ფუნქციები ექნებათ სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ამ უწყებებს.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ სამინისტროების სახელები ასეთი იქნება: განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, თავდაცვის, იუსტიციის, კულტურისა და სპორტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საგარეო საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.

კომენტარები