ეკლესია და სახელმწიფო

პრემიერი: ეკლესია არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის შემნარჩუნებელი და გადამრჩენი

საქართველოს გააჩნია სასულიერო და საერო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის, თანამშრომლობის ის მოდელი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მე ამაზე მისაუბრია და მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მოკრძალებით განვაცხადო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესია არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის შემნარჩუნებელი, გადამრჩენი და ჩვენი ქვეყნის სულიერი მამოძრავებელი ძალა. ინსტიტუციურად, რა თქმა უნდა, ეკლესია და ხელისუფლება არის ცალ-ცალკე ინსტიტუციები, მაგრამ მსოფლმხედველობრივად, შეუძლებელია და არც არავინ უნდა მოისურვოს ამ კავშირის გაწყვეტა, რომელმა კავშირმაც ჩვენ ჩვენი ქვეყანა შემოგვინახა. სწორედ ამ კავშირის განვითარება და გაძლიერება უნდა ვისურვოთ ყველამ. ამგვარი კავშირი, რა თქმა უნდა, არის საგანმანათლებლო სისტემასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორისაც და ამ კავშირის გაძლიერება არის ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, სწორი ფორმით და სწორი თანამშრომლობით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სურვილს, მთელი მთავრობის სახელით, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ, რათა ეს სინერგია, ეს უდიდესი მნიშვნელობის თანამშრომლობა სასულიერო და საერო ხელისუფლებას შორის შედგეს. რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ქვაკუთედი არის განათლების სისტემის სწორი განვითარების ირგვლივ თანამშრომლობა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა

კომენტარები