კალაძე: მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან და კონკრეტული მიწა მიითვისოს

ყოვლად მიუღებელია, რომ ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედ-მოიხედოს და კონკრეტული მიწა მიითვისოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომელ რაიონში იქნება. ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება, თუ გვინდა სწორი განვითარება, ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს. შესაბამისად, ამ უკანონო მშენებლობების მიმართულებით იქნება განსაკუთრებული ყურადღება მიმართული.

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მტკვარზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით.
მოკლე ბმული: