სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

სერგეენკო: ღირსება ხელშეუხებელი რამ არის, რაღაც ზღვარი ყველაფერს აქვს

რა თქმა უნდა, ცალსახად პროვოცირებული იყო. მთავრობის წევრები მაქსიმალურად ვიკავებთ ყოველთვის თავს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძალისხმევა გვჭირდება ამისთვის, მაგრამ ღირსება ხელშეუხებელი რამ არის და ის ხელშეუხებელია მთავრობის წევრებისთვისაც და რიგითი მოქალაქეებისთვისაც. რაღაც ზღვარი ყველაფერს აქვს და ამ ზღვარს არავინ არ უნდა გადააბიჯოს.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტში გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას აგინა.

კომენტარები