გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი: 2018 წელი მინდა გამოვაცხადო დიალოგის წლად

განხორცილებული და განსახორცილებელი რეფორმების შესახებ ჩვენ გვაქვს დიალოგის პლატფორმა ბიზნესსაზოგადოებასთან, სამეწარმო წრეებთან. უახლოეს მომავალში ანალოგიური პლატფორმა შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დიდი იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი შედგეს ასევე პოლიტიკურ პარტიებთან. ასევე ჩვენ შევქმენით პორტალი ichange.gov.ge, სადაც 10 ათასი ხელმოწერის დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ვალდებულება, რომ განვიხილოთ მოქალაქეების ინიციატივა. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ 2018 წელი მინდა გამოვაცხადო საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, გავაფართოვოთ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების წრე, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი, კრიტიკის მოსმენაც, გათვალისწინება ძალიან ბევრი წინადადების - მეტი ჩართულობა იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარი თავი ქვეყნის განვითარების პროცესის მონაწილედ.

საქართველოს პრემიერმინისტრი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე

კომენტარები