პრემია-დანამატები მერიაში

კალაძე: მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს

მერიაში ხელფასების მატება არ ხდება. ადრე ცალკე იყო ხელფასი და ცალკე დანამატი, ზემოდან პრემია კიდევ ცალკე. კანონის შესაბამისად, ხელფასი და დანამატი ერთიანდება. პრემიების გადაწყვეტილებას მე თვითონ მივიღებ. ეს არის წახალისების ერთერთი მიმართულება, რაც ნორმალურია. ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაშია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გონივრულად. შესაბამისად, მერი მიიღებს გადაწყვეტილებას, თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს

თბილისის მერი კახა კალაძე პახუსობს ჟურნალისტების კითხვას მერიაში ხელფასების შესაძლო ზრდის შესახებ.

კომენტარები