თბილისის მერია

კალაძე: თებერვლში დასრულდება რეორგანიზაცია და გვეცოდინება ვინ დარჩება და ვინ წავა

ჩვენი თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება. ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. თებერვლის ბოლოს დასრულდება რეორგანიზაციის პროცესი და ზუსტად გვეცოდინება ვინ დარჩება და ვინ წავა. დღეს წარმოვადგინეთ მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია. ჩვენ მიერ წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამაში ერთერთი მთავარი მიმართულება იყო მართვის პოლიტიკა. შეუძლებელია იმ პროგრამის განხორციელება, თუ არ იქნა სწორი და ეფექტური მართვა. ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა თბილისის მერიაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დამატებითი რეორგანიზაციული ცვლილებებით, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა დამთავრდეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი აუცილებლად გავხადოთ სიცოცხლით სავსე ქალაქი.

თბილისის მერი კახა კალაძე, მერიაში დაგეგმილ ცვლილებებზე.

კომენტარები