საპრეზიდენტო არჩევნები 2018

კვირიკაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია

შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია. მე, ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, ვახორციელებ იმ პროგრამას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან დადებით დინამიკას განაპირობებს. ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია სრული კონსოლიდაცია და დაწყებულ საქმეებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. ამ სიტუაციაში, ჩემი კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე განხილვა უადგილოც არის, ჩემთვის უინტერესოც და ვფიქრობ, მუდმივად ამ თემის მუსირება ჩვენი გუნდისთვისაც დამაზიანებელია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პასუხი ინტერპრესნიუსს მიაწოდა.

კომენტარები