ჭერის ჩამონგრევა ვარკეთილის მეტროში

გაბაშვილი მეტროზე: ათასი კითხვაა, ეს კითხვები უნდა ჰქონოდა ტრანსპორტის სამსახურს

ჯერ უნდა დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ სახეზეა ის, რომ შესრულებული სამუშაო იმდენად უხარისხო აღმოჩნდა, რომ ერთ წელზე ნაკლებში ჩამოვარდა. გვეუბნებიან ხოლმე, რომ ჩასაფრებულები ხართ, რომ ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ხიდი სამჯერ ჩაინგრა და სამჯერ გაარემონტეს, გზა რომელსაც გააკეთებენ ორ თვეში ისევ გასაკეთებელია, წინასწარ მიცემენ მილიონიან თანხას რომელიმე კომპანიას და სამუშაო ორი წელი არ არის გაკეთებული. მერე უცებ პოლიტიკურ კალენდარს დაჭირდება და ექვსთვიანი სამუშაო სამ თვეში კეთდება. აბსოლუტური თავმოუბმელობაა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?! რა თქმა უნდა, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოსთან, რა თქმა უნდა, ტყუილად ჩაბარებულ სამუშაოსთან და როგორც ჩანს პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გაკეთებულთან, გახსნის თარიღი 22 სექტემბერი ამაზე მეტყველებს. მე ჩემს ვარაუდებს და იმ შეკითხვებს ვამბობ, რომლებიც ჩნდება. შეიძლება ვიზუალურად დაკიდებული ჭერი კარგად ჩანდეს, მაგრამ საჭიროა ფიქრი იმაზე, რომ ეს არის მეტრო, მეტროს აქვს თავისი ვიბრაცია, იქ კეთებას აქვს თავისი წესები, კომპანია რომელსაც ასეთ სენსიტიურ ობიექტებზე მუშაობს უნდა იყოს გამოცდილი ამ სფეროში. ჩვეულებრივი შენობა და მეტრო-სადგური ერთი და იგივე არ არის. ათასი შეკითხვა არის, ეს შეკითხვები უნდა ჰქონოდა ტრანსპორტის სამსახურს რომელიც ნარმანიას და კალაძის მთავრობის დროს ერთი და იგივე არის, ისევე როგორც ძალიან ბევრი მიმართულებით, ძალიან ბევრი ხელმძღვანელი. ნარმანიას და კალაძის მერია, ეს ერთი და იგივე ქართული ოცნების გუნდია.

რა თქმა უნდა, მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი არავის ხელი არ დააფარონ, ყველაფერი გამოიძიონ. კომპანიის ბრალეულობა, მათი ბრალეულობა და ვინც ექსპერტიზა გაწია და თქვა რომ ყველაფერი წესრიგშია. ტრანსპორტის სამსახურის ბრალეულობაა თუ რაც არის, ყველაფერი უნდა გაირკვეს და შესაბამისად ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ყველა ობიექტი უნდა გადამოწმდეს, სადაც ამ კომპანიას უმუშავია. სამომავლოდ მთავარი არის დაგეგმილად და სწორად საქმის კეთება, ტენდერების გამოცხადება ვადებში, არა ერთ პირთან მოლაპარაკებები, არა ნათესაურ-მეგობრული კომპანიები, არამდე კომპეტენტურად საქმიანად კეთება იმ საქმის, რომელიც ჩვენი ყველას გადასახადების ფულით კეთდება.

თბილისის საკრებულოს ევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილი ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოვარდნის შესახებ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში. ვარკეთილის მეტროს ახალგარემონტებულ სადგურში შეკიდული ჭერი დღეს დილით ჩამოვარდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები