დავით ნარმანია

ნარმანია: "მაიმუნო ვირიშვილო" შეუკავებელი ემოციის ნაწილი იყო

"მაიმუნო ვირიშვილო" შეუკავებელი ემოციის ნაწილი იყო. როცა ძალიან ბევრს მუშაობ, დღე-ღამეში ძალიან ცოტას ისვენებ და როცა გულით გინდა საქმე გააკეთო, ცდილობ გქონდეს მაქსიმალური ჩართულობა და ხელი გეშლება რაღაცაში, ეს ემოცია ბუნებრივია. ემოციისგან ცარიელი და თავისუფალი ადამიანიც არ ვარგა, ადამიანს გარკვეული ემოცია უნდა ჰქონდეს და რეაქცია უნდა ჰქონდეს შესაბამისი. შეიძლება ეს არ იყო ზუსტი და ადეკვატური, თუმცა იყო ის, რაც იყო. მაგრამ სხვას ვერ იტყვით, როცა მე წყობიდან გამოვედი, ან ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენე, ან არასწორად და ცუდად მოვიქეცი, ასეთი რამ არ მახსენდება.

თბილისის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები