ეკოლოგია

პრემიერი: მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია

იაპონია ასევე აქტუალურია ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზით, რომლის გამოც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ - ეს გახლავთ 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომანქანა პატრულისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ავტოპარკის განახლებისა და ახალი სტანდარტის დამკვიდრების კუთხით. საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება გახლავთ ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ, ამ მიმართულებით, უკვე გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ეს გახლავთ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების დაწყება, შეღავათიანი დასაბეგრი რეჟიმი ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებზე. ელექტრო ავტომანქანების იმპორტი მთლიანად გათავისუფლებულია დაბეგვრისგან, ხოლო ჰიბრიდულ ავტომანქანებზე 60%-ით შევამცირეთ დასაბეგრი განაკვეთები. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღეს უკვე ქვეყანაში იმპორტირებული ავტომანქანების 35-40% სწორედ ჰიბრიდულ მანქანებს უკავია. რა თქმა უნდა, ეკოლოგიაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვალი და ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას

ეს განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მას შემდეგ გააკეთა, რაც იაპონიის მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანა გადასცა

კომენტარები