იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მოსამართლე: მამაკაცი წევრებისთვის ქალბატონებთან ოპონირების რეჟიმი არაკომფორტულია

დამიჯერეთ, ჩვენთვის საკმაოდ არაკომფორტულია, განსაკუთრებით მამაკაცი წევრებისთვის, რომ ქალბატონების აი ასეთი ოპონირების რეჟიმში ვიყოთ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვალდებული ვართ ვიმოქმედოთ კანონის საფუძველზე, რაც გვევალება განვახორციელოთ. მოცემულ შემთხვევაში ქალბატონი ანა იყო ასაცილებელი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში ასევე საბჭოს წევრის, ანა დოლიძის აცილების შესახებ საუბრობს.

კომენტარები