მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: აღმაშენებლის დროსაც ვიღაცა მოკლეს, ვიღაც უსამართლოდ დასაჯეს, მერე? მერე?

დავით აღმაშენებლის შემდეგ პირველად, შევქმენით ქართული სახელმწიფო. ამას მოჰყვა, როგორც დავით აღმაშენებლის დროს, ვიღაცა მოკლეს, ვიღაცა არასწორად დასაჯეს, კი, მერე? მერე? დავით აღმაშენებელს აღმაშენებელი ეწოდა რამდენიმე საუკუნის შემდეგ. მანამდე წაშალეს მისი მახსოვრობა ისტორიიდან, ზედმეტად მკაცრი იყოო. 

გირგვლიანის სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ თემაზე ლაპარაკს. თქვენ გყავთ ახლა ადამიანი რომელმაც მოკლა ასობით ადამიანი, გაანადგურა ქართული სპეცსამსახურები, ალპობს ციხეში საქართველოს გმირებს, გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა, აიძულა 700 000 ქართველი დაეტოვებინა საქართველო, ჩემს დროს თითქმის ყველა წელი იყო მიგრაციის პოზიტიური სალდო. გეყოთ თქვენც და სხვებსაც გირგვლიანზე საუბარი, ყელში მაქვს უკვე ამოსული. ამოვიდა ყელში, ამოვიდა ყელში გირგვლიანზე ლაპარაკი. თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ როგორც პატეფონები გირგვლიანზე ლაპარაკს. რაღა დროს გირგვლიანია? საქართველო დაგეღუპათ. ყველა მეცოდება, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა ჩვენი შვილი - ქართული სახელმწიფო მეცოდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ტოქ-შოუში "განსხვავებული აქცენტები"

კომენტარები