გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი: სამშენებლო ნებართვისთვის გამწვანების გეგმის შედგენა აუცილებელი იქნება

ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის შედგენა და წარმოდგენა, აღრიცხვა იქ არსებული ხეების. ასევე, 4000 მ2-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტო კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენა, რაც ასევე მნიშვნელოვანია და გაუადვილებს ჩვენს დეველოპერებს მუშაობას იმ კუთხით, რომ ბოლო და შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, წინასწარი კონსულტაციები მიმდინარეობს, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მთავრობის სხდომაზე განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები