საპრეზიდენტო არჩევნები

მათიკაშვილი: თუ მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, ეს იქნება მისი ფიასკო

ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს სწორედ იმ ღირებულებებს, რის გამოც ქართველმა ხალხმა ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. მთელი ეს პერიოდი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და შენებას მოანდომა ჩვენმა ხელისუფლებამ და ამ პროგრესსა და ამ წარმატებას ხედავს მთელი მსოფლიო. არ უნდა დაინახოს ეს ყველაფერი მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ. რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს და მონაწილეობას მიიღებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მე ვარწმუნებ მას, მის ადმინისტრაციასა და საზოგადოებას, რომ ეს იქნება კიდევ ერთი გიორგი მარგველაშვილის ფიასკო, რომელსაც საზოგადოება დაინახავს.

ქართული ოცნების დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს უპასუხა. ცნობისთვის, აბაშიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას უჭირს საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება.

კომენტარები