არჩევნები 2018

ტყემალაძე ხონსა და ვანში კანდიდატობაზე: ვნახოთ, დაინიშნოს ჯერ არჩევნები

ვნახოთ, ჯერ არჩევნები დაინიშნოს და მასში მონაწილეობაზე მერე ვიმსჯელოთ. ჯერ არაფერი მაქვს გადაწყვეტილი - ვნახოთ, როგორ იქნება საქმე. ჯერ არაფერზე ლაპარაკი არ ყოფილა.

ინტერპრესნიუსთან ამბობს ქართული ოცნება - მრეწველების ყოფილი დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე. ipn-ის ინფორმციით ტყემალაძეს ვანსა და ხონში ქართული ოცნების სახელთ უნდა კენჭისყრა. ტყემალაძის შვილი გიორგი ტყემალაძეც ქართული ოცნების წევრია, ის თბილისის საკრებულოს თავმდჯომარეა. შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი უკვე დაასახელა ევროპულმა საქართველომ, მაჟორიტარობისთვის კენჭს პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა იყრის.

კომენტარები