კახა კალაძე

კალაძე ენმ-ზე: დესტრუქციულ მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას

[ოპოზიცია] ჩვენ უნდა გავყოთ. ერთი არის მარგინალები, რომელსაც ნაციონალური მოძროაბა წარმოადგენს და მეორე არის ევროპული საქართველო. ჩვენ ევროპულ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ, იმიტომ რომ ისინი არიან კონსტრუქციულები. დესტრუქციულ მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას.

ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, საკრებულოში გაკეთდა განცხადება, ამაზე ვისაუბრე მე და ეს იქნება ასე, სანამ არ დალაგდებიან და არ გაერკვევიან საერთოდ რა უნდათ.

დედაქალაქის მერი საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც მისი მოადგილე, სოფიო ხუნწარია საკრებულოში ოპოზიციასთან და ბიბლიოთეკარებთან შესახვედრად არ მივიდა.

კომენტარები