ქვეითთა უფლებები

კალაძე: ქვეითთა უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული

ქვეითთა უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ჩვენ ქალაქში გვაქვს გამოკვეთილი კონკრეტული ადგილები, სადაც ფეხით გადასვლა ერთი მხრიდან მეორე მხარეს შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დახაზვითი სამუშაოები, ასევე შუქნიშნების განთავსება. აქვე მინდა დავავალო გამგებლებს, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები... ასევე სავალდებულოა ზებრა გადასასვლელებზე დავაყენოთ ღამის განათებები, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია და მთლიანად ეს ყველაფერი მოწესრიგდეს.

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები