ჩემი განცხადება ჟურნალისტებთან ინტერპრეტირებული იყო სხვადასხვა კონტექსტში. მათ შორის, ის, თითქოს ეს არ არის პრობლემა და ეს არის უბრალოდ მწერი. ეს მწერია. მნიშვნელოვანია, რომ ეს უნდა დავაფიქსიროთ, რადგან ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ ეს წარმოადგინონ, რაღაც მიუღწეველ, გადაულახავ პრობლემად და ამით ადამიანების დემოტივაციას ახდენენ. მთელი ჩვენი ამოცანაა, რომ მოსახლეობამ ირწმუნოს, რომ მას შეუძლია ამ აზიური ფაროსანის დამარცხება. თუ მოსახლეობა ირწმუნებს და გააკეთებს იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებით და რა კომუნიკაციასაც ჩვენ ვახდენთ, რა თქმა უნდა, ჩვენ შედეგებს მივიღებთ“
tbl.ge/2t2x
დაკოპირდა
ინტერპრესნიუსის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გადაცემა 360 გრადუსში თავის განცხადებას განმარტავს. მან რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ "ფაროსანა არის მწერი უბრალოდ და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის და საპარლამენტო განხილვის მთავარი თემა ეს ნამდვილად არ უნდა იყოს".
ამავე თემაზე
- მინისტრის მოადგილე: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ქართული მოდელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა
- ბახტაძე: შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა
- სურსათის ეროვნული სააგენტო: აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა
- ფაროსანას წინააღმდეგ კოორდინაციის მიზნით კომისია შეიქმნა, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს
- აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დაიწყო