სისულელე, სისულელე... კახას დიდი ხანია, არ შევხვედრივარ, ბიგვავას შემთხვევით შევხვდი ამასწინ, ლაშა დიდი ხანია არ მინახავს... საერთოდ არ არის ეგ საინტერესო თემა [ზაზა შათირიშვილის სამეურვეო საბჭოს წევრობა], რატომ უნდა გველაპარაკა? მე როგორ შეიძლება რომ ვლობირებდე, გინდაც მინდოდეს?... შათირიშვილთან მე მაქვს ძალიან კარგი პოზიცია იმიტომ, რომ მგონია, ერთი გონიერი ადამიანია საქართველოში, მაგრამ კენჭს თუ იყრის და არ იყრის, ეს მისი საქმეა და მისი გადასაწყვეტია.
tbl.ge/2tdl
დაკოპირდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი რუსთავი 2-თან საუბარში უარყოფს ევროპული საქართველოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვასილ მაღლაფერიძე, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი მაია ბიგვავა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ხელისუფლებასთან დაახლოებული კომენტატორის, ზაზა შათირიშვილის გაყვანაზე მსჯელობდნენ. შეხვედრის ამსახველი ფოტო პარტიის წევრმა თამარ კაკაბაძემ გაავრცელა.
ამავე თემაზე
- მაღლაფერიძე: აქამდე არცერთი გადაცემა მოსწონდათ, ახლა აღმოჩნდა, ყველა მოსწონთ
- საზმაუ: კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება
- 1-ელი არხის სამეურვეო საბჭოს 2 წევრი გორგილაძის გადაცემის დახურვის გამო დირექტორს მიმართავს
- მდინარაძე საზმაუზე: მივაღწიეთ კონსენსუსს, მომდევნო 2 წელი ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც წელს
- პაპუაშვილი: საზმაუს ბიუჯეტის მშპ-ზე მიბმა დროებითი ნორმა იყო, ვიმსჯელებთ, რა მოვიფიქროთ