ძველი თბილისი

პრემიერი: თითოეულ აივანს, თითოეულ ეზოს აღვადგენთ და მოვუვლით

ჩვენი თბილისი არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს, ეს არის ულამაზესი მემკვიდრეობა, ჩვენ ვართ ნამდვილად უბედნიერესი ადამიანები, რომ ამ მემკვიდრეობის მომსწრენი ვართ. ეს არის ჩვენი უდიდესი ვალი, რომ მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს მემკვიდრეობა. თითოეულ აივანს, თითოეულ ეზოს აღვადგენთ და მოვუვლით. ეს არ იქნება ძველი თბილისის აღდგენის პროცესის დასასრული. პირიქით, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და თბილისის თითოეულ ულამაზეს შენობას, უბანს, ქუჩას, ეზოს, ასევე მოვუვლით, მაგრამ მეგობრებო, უმთავრესი მაინც არის ის, რომ ძველი თბილისი არის ჩვენი თბილისელები. ეს პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ ის ითვალისწინებს აქ მცხოვრები ადამიანების ყოფის გაუმჯობესებას. 

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გუდიაშვილის მოედანზე.

კომენტარები