საპატრიარქო

მეუფე სპირიდონი: ნებისმიერ დამპყრობელზე უარესია ევროკავშირი, რომელიც გვრყვნის

რას ვხედავთ ახლა ტელევიზორში? გამოდიან ტელევიზორში და აქებენ და ადიდებენ და მშველელად და მხსნელად აღიარებენ იმ ქვეყნებს, რომელიც აი, ამ ტრანსგენდერების და ბოდიშით და, "ჰომოსექსუალისტების პარადებს" და აქციებს აფინანსებს და რეკლამას უკეთებენ და კანონით უნდათ, რომ დაიცვან. იმათ აქებენ და ხალხი, რომელიც ამბობს, რომ პატიოსნად უნდა იცხოვრონ, იმას აძაგებენ. რა ჰქვია ამას? გადაბრუნებული, გადაგვარებული აზროვნება. ჩვენ ვიძახით ევროკავშირი, ევროკავშირი, ნატო, ნატო. არ იცი, რომ ის მოხდება შენთან, რაც იქ არის დღეს? როგორ შეიძლება, ქართველი კაცი ნატრობდეს იმ ქვეყანაში შესვლას და იმ ქვეყნებით ცხოვრებას, სადაც ასეთი გათახსირება ხდება? და მით უმეტეს, როგორ შეიძლება ამაზე სიტყვას ძრავდეს? ეს ჩემთვის გაუგებარია, აქ ლაპარაკია ზნეობაზე და არა პოლიტიკაზე! აქ ლაპარაკია სარწმუნოებაზე და არა პოლიტიკაზე! ნებისმიერ დამპყრობელზე და იარაღით მოსულზე უარესია ის ხალხი, ვისაც უნდა შენ გაგრყვნას და შენში სიბილწე და გათახსირება გააღვივოს

მეუფე სპირიდონმა 11 მარტის საკვირაო ქადაგების დროს პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა

კომენტარები