თალაკვაძე ტატუნაშვილზე: შეუძლებელია იმაზე მკაცრი შეფასება მიეცეს, რაც უკვე გაკეთდა

საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი რაც მის შესაძლებლობებში იყო ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებმა გააკეთეს ძალიან ობიექტური და მკვეთრი განცხადებები, მიუხედავად ამისა, ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ არის გადმოსვენებული საკუთარ ოჯახში და ჯერ კიდევ არ ეძლევა ოჯახს საშუალება რომ მიწას მიაბაროს გარდაცვლილი წევრი. შეუძლებელია, ამ ფაქტს იმაზე მკაცრი შეფასებები მიეცეს ვიდრე უკვე გაკეთდა. ამ რეზოლუციაში ასახულია მკაცრი შეფასებები ამ ფაქტთან და ადამიანის უფლებების ყველა იმ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მოხდა. დღეს ჩვენ ვართ იმ პარლამენტში რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული  მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, მშვიდობიანი განვითარების სიმბოლოა. სიტყვა, რომელიც უნდა ითქვას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, არის პარლამენტის ის სიტყვა, სადაც ორი განსხვავებული აზრი ვფიქრობთ, არ შეიძლება ყოფილიყო. ამ სულისკვეთებით შედეგიანად დასრულდა ის კონსულტაციები, რომელიც რეზოლუციის ტექსტს ეხებოდა. მიმდინარე კვირაში გამართულ სესიაზე პარლამენტი მიიღებს ერთიან პრინციპულ რეზოლუციას. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ის შემოთავაზებები სადაც არგუმენტაცია იყო მყარი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ტექსტში იქნება ასახული.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საუბრობს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთიან რეზოლუციაზე, რომელზეც უმრავლესობა და უმცირერობა შეთანხმდნენ. რეზოლუციას კენჭს სესიაზე მიმდინარე კვირაში უყრიან.

კომენტარები