ხოშტარია: მოძალადე ჯგუფები არსებობს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ არიან მარგინალიზებულები

აბსოლუტურად გაუგონარი, ძალადობრივი თავდასხმა იყო ექსტრემისტული მოძალადე ჯგუფის მხრიდან რუსთავი 2-ის ჟურნალისტზე, რომლებსაც არ მოეწონათ რაღაც გამოთქმული აზრი და გადაწყვიტეს, რომ მიუვარდნენ და ასე ძალადობრივად გაუსწორდნენ. მეგობრებო, მსგავსი ექსტრემისტული მოძალადე ჯგუფები არსებობენ ბევრ ქვეყანაში, მაგრამ განსხვავება არის ერთი, ამ ქვეყნებში მათ მიმართ კეთდება მკაფიო პოლიტიკური შეფასება მმართველი გუნდის მხრიდან, ისინი არიან პოლიტიკურად იზოლირებულები და მარგინალიზებულები და ასევე, მათ არც ერთ ქვეყნაში, ცივილიზებულში და დასავლურში არ აქვთ ძალადობის უფლება. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? ეს ჯგუფები თავის დროზე შეიქმნა თქვენ მიერ, თქვენ მიერ გამოყენებული იყო პოლიტიკური ძალადობისთვის და ეს პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოთ. იყო არა ერთი ფაქტი, როდესაც ისინი ღიად, პირდაპირ ეთერში უსწორდებოდნენ ოპონენტებს და არა თუ არ დასჯილან, სიმბოლური ჯარიმები იყო მაქსიმუმი და წახალისებულიც კი იყვნენ ამ ძალადობაში ეს. გაგახსენებთ, რომ სანდრო ბრეგაძე იყო თქვენი მთავრობის მინისტრის მოადგილე, რომ კორკოტა დღემდე მოიხსენიება თქვენი მთავრობის მხრიდან, როგორც პატრიოტი, რომ გუშინდელ მოვლენაზეც ბატონმა ვოლსკიმ გააკეთა შეფასება და წაახალისა ფაქტიურად ძალადობა, გააკეთა შეფასება, რომ ეს იყო ადეკვატური მოქმედება. იგივე კორკოტა, როდესაც ემუქრებოდა გაუპატიურებით ადამიანს, ის არა თუ არ დაიჭირეს და არ დასაჯეს, მაშინ უწოდეს სწორედ პატრიოტი. როდესაც ის კორკოტა და ის ჯგუფები ისროდნენ ლოდებს პროდასავლურ აქციას, ამისთვის არავინ დასჯილა და სწორედ ამან მიიყვანა ის, რომ დღეს მათ გადაწვიტეს, რომ მიუვარდნენ ჟურნალისტს და გაუსწორდნენ ძალადობრივად.

მე მინდა შეგახსენოთ, მეგობრებო, რომ თქვენი მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი არის კონსტიტუცია, რომლის მეორე თავის მე-19 მუხლში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება. ასევე, 24-ე მუხლში წერია, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლეად მიიღოს, გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს ინფორმაცია, აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ეს არის ჩვენი სახელმძღვანელო დოკუმნეტი, მეგობრებო, და მემგონი თქვენ საერთოდ დაკარგეთ წარმოდგენა თუ რა არის თავისუფალი აზრი ჩვენს ქვეყანაში. აზრი, რომელიც თქვენ მოგეწონებათ კი არა, აზრი, რომელიც ვინმეს მოეწონება კი არა, აქ არ წერია, რომ ჩვენ ხუმრობას ვუდგენთ, რა ფორმით იხუმრონ ჟურნალისტებმა. არა, თავისუფალი აზრი, რომლის სადარაჯოზეც დღეს უნდა იდგეს ხელისუფლება და არა პირიქით ძალადობას ახალისებდეს.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი, ელენე ხოშტარია რუსთავი 2-ზე თავდასხმის შესახებ საუბრობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები