სამთავრობო ცვლილებები

კვირიკაშვილი: ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ

ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება

შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე ამბობს გიორგი კვირიკაშვილი. კვირიკაშვილს საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტი 2015 წლის 30 დეკემბრიდან უჭირავს. ის ქართული ოცნების პრემიერებიდან ყველაზე ხანგრძლივად არის თანამდებობაზე. ბიძინა ივანიშვილს ეს პოსტი 392 დღის განმავლობაში ეკავა, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი 771 დღე იყო, გიორგი კვირიკაშვილი კი ამ თანამდებობაზე უკვე 821 დღე არის.

კომენტარები