გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი: ეკლესია არის სული ქვეყნის, ერი - სხეული ქვეყნის, გამთლიანებულიყოს ეს ღვთისგან შექმნილი ჰარმონია

გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გილოცავთ. ღმერთს შევთხოვ, რომ თქვენი მეუფება დიდხანს გაგრძელდეს საქართველოში და მინდა, საქართველოს ვუსურვო გამთლიანება. მინდა, ყველას ვუსურვო ის უდიდესი სიხარული, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მოაქვს. როგორც ეპისტოლეში ბრძანეთ - მინდა, საქართველოს ვუსურვო, რომ როგორც ჭეშმარიტად ეკლესია არის სული ქვეყნის და ერი არის სხეული ქვეყნის, გამთლიანებულიყოს ეს ღვთისგან შექმნილი ჰარმონია, რომელმაც დღემდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა.

დიდი მადლობა თქვენო უწმინდესობავ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გაგიკეთებიათ და ღმერთს შევთხოვ, რომ დიდხანს გაგრძელდეს ეს უდიდესი წყალობა ღვთისა, რასაც თქვენი პატრიარქობა ჰქვია.

ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერმინისტრმა აღდგომა მართლმადიდებელ ქრისტიანებს სამების ტაძარში. ტექსტს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას გიორგი კვირიკაშვილს მრევლისთვის სიტყვით მიმართვა სთხოვა.

კომენტარები