ჩერგოლეიშვილი WITW-ზე: კრემლში მორიგი სახიფათო მონსტრი ზის ახლა, ის დასავლეთის პრობლემაცაა

ახლა, სანამ აქ ვსხედვართ, კიდევ ერთი ავისმომასწავებელი საფრთხე ძლიერდება. კრემლში ახლა მორიგი მონსტრი ზის, რომლისთვისაც იოსებ სტალინი მისაბაძი მაგალითია და ვისაც სჯერა, რომ საბჭოთა ბოროტების იმპერიის ნგრევა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. 

პუტინი ფანატიკურად ერთგულია თავისი მიზნის, უკან შეატრიალოს ისტორია და აღადგინოს რუსეთის დომინაცია. ვშიშობ, ის უფრო სერიოზულად უდგება დასავლეთთან დაპირისპირებას, ვიდრე თავად დასავლეთი რუსულ საფრთხეს. ეს ვითარება არსებითად არ შეცვლილა ახლაც კი, როდესაც თავისუფალი სამყაროდან რუს დიპლომატებს აძევებენ და პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს სანქციებს უწესებენ. 

თუკი გვსურს, რომ რუსულ საფრთხეს წინ აღვუდგეთ და ავტორიტარიზმის ინფექციის გავრცელება შევაჩეროთ, პირველ რიგში, ვითარება რეალისტურად უნდა შევაფასოთ. მოდით, ვაღიაროთ, ცივი ომის შემდგომი წესრიგი უკვე დაირღვა.

ჩემი ქვეყნის ⅕ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, იგივე ხდება უკრაინაშიც.
შესაძლოა, ზოგმა იკითხოს, ჰუმანიტარული მიზეზების გარდა, რატომ უნდა ვიღონო რამე, როცა ქართველებსა და უკრაინელებს უჭირთ? იმიტომ, რომ პუტინი აქ არ გაჩერდება. 
პუტინი მუხანათურად წავიდა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ის ჩაერია საფრანგეთის არჩევნებში ულტრანაციონალისტური პარტიის დაფინანსებით. იმიტომ, რომ პუტინი ერევა აშშ-ის არჩევნებშიც. 

ასე რომ, მას ჩვენ ვჭირდებით. მას სჭირდება ჩვენით მანიპულირება, რადგან თქვენზე სურს დომინირება. ამიტომ, ეს თქვენი პრობლემაცაა. 

იმისათვის, რომ ავტორიტარიზმის ზრდა შევაჩეროთ, ჩვენ გვჭირდება, რომ სწორად შევაფასოთ საფრთხე და ამის საფუძველზე შევიმუშავოთ ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული სტრატეგიამდე. ჩვენ გვჭირდება ახალი ტრუმანის დოქტრინა.

ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი Women in the World 2018-ის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. პანელს, სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ" აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უწევდა მოდელირებას
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საპატრიარქოს საპროტესტო პარაკლისის ფოტოები

კომენტარები