დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

მათიკაშვილი: დღეს, 116 კაციან უმრავლესობაში ძალიან მაღალი ხარისხის დემოკრატიაა

ზედმეტი ალიაქოთი არ არის საჭირო ამ თემასთან დაკავშირებით. იქ იყო ნათქვამი, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მოხდება შესაბამისი შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში, ყველა დასმულ კითხვაზე პასუხი გაეცემა. არანაირი კომუნიკაციის პრობლემა ჩვენ ერთმანეთთან არ გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოება არ არის მიჩვეული საპარლამენტო დემოკრატიის ამხელა დონეს. ყოველთვის იმართებოდა საქართველოში 2012 წლამდე ერთი პირის მიერ ვერტიკალში პარლამენტიც და ვერავინ ვერ ბედავდა იმას, რომ ერთი ზედმეტი სიტყვა და პროტესტი ან უარყოფითი დამოკიდებულება რომელიმე საკითხის მიმართ გამოეხატა. დღეს, 116 კაციან უმრავლესობაში არის ძალიან მაღალი ხარისხის დემოკრატია

ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ქართულ ოცნებაში დაპირისპირებაზე. შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დეპუტატების საერთო ჩათში კრიტიკული შინაარსის წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა.

კომენტარები