შსს

გახარია: არასოდეს არც ერთ, არანაირ მწვავე კითხვას არ დავემალებით, ეს არ გვჭირდება

ძალიან კარგად გვესმის, რომ ის ძალზე უხეში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომელიც  წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, რაღაც მომენტში რადიკალურად შეიცვალა და ზოგ შემთხვევაში, გაუმართლებლად ჰუმანური გახდა. დღეს ბალანსის პოვნა არის  ძირითადი გამოწვევა, რაზეც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად, სამართალდამცავი სტრუქტურები პასუხს ვერ გასცემენ. კარგად უნდა მივხვდეთ ერთ რაღაცას, რომ  მოსაძებნია ბალანსი თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ რომც არ გვინდოდეს, ეს ერთმნიშვნელოვნად მაინც გახდება საზოგადოებრივი განხილვის თემა და სჯობს, რომ ეს განხილვა დაიწყოს ადეკვატურ პირობებში და იმ პლატფორმაზე, რომელიც უფრო შედეგიანი იქნება.

ერთადერთი, რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ, რომ არასოდეს არც ერთ, არანაირ მწვავე კითხვას არ დავემალებით, ეს ჩვენ, უბრალოდ, არ გვჭირდება. ყველანაირად ღია და მზად ვართ ყველანაირი დისკუსიისთვის, არ გვაქვს ჩვენ იმის პრობლემა, რომ კრიტიკა მოვისმინოთ. იქ სადაც საჭიროა, ჩვენ რომ გავაკრიტიკოთ, არც ამის კომპლექსი გვექნება არასოდეს. ასე რომ, ღია და მზად ვართ, ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს აქტუალურია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე, მოქალაქისთვის, განვიხილოთ.

შს მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.

კომენტარები