ბაქრაძე: პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა გაიაზროს ხელმოწერის სიმძიმე

ყველა ადამიანს მითუმეტეს პრეზიდენტს გააჩნია მისი პასუხისმგებლობა და როდესაც ხდება ასეთი შემზარავი დანაშაული უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა და უნდა აიღო შენს თავზე ტვირთი, რასაც ჰქვია საკუთარი ხელმოწერის სიმძიმე. ისტერიული და აბსურდული ბრალდებებით გამოსვლა ეს არის არასერიოზული. მოვუწოდებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უკეთესი იქნება დაკავდნენ საკუთარი საქმით, სამომავლოდ უკეთ შეასრულონ ის ფუნქციები, რომლის შედეგიც ჩვენ ყველამ ვნახეთ და რომელმაც უმძიმეს ტრაგიკულ შეცდომამდე მიგვიყვანა და ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ზრდადი კრიმინალისგან, რაშიც სხვათაშორის თავიდან ბოლომდე ბრალი მიუძღვის ქართულ ოცნებას და მათ პოლიტიკას დაწყებული ამნისტიიდან, დასრულებული დღევანდელი ნაბიჯებით.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე გიორგი აბაშიშვილის განცხადებებზე და პრეზიდენტის მიერ ვეფხია ბაქრაძის შეწყალებაზე. გიორგი აბაშიშვილის თქმით, "სახელმწიფო უწყებები, იმის ნაცვლად, რომ ებრძოდნენ კრიმინალს, დაკავებულები არიან შავი პიარის წარმოებით საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, იმ ორ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიასთან - ქართული ოცნებასთან და ევროპული საქართველოსთან ერთად."
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები