გედევან ფოფოხაძე

ფოფხაძე: რომ მიმაჩნდეს, უმრავლესობიდან უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი

რომ მიმაჩნდეს, უმრავლესობიდან უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი. მე უმრავლესობის სხდომას ველოდები. უმრავლესობის სხდომაზე რაღაც საკითხებზე ჩამოვყალიბდებით და ერთმანეთთან უფრო გულწრფელები და ღია ვიქნებით. არ მგონია, რომ უმრავლესობის შეხვედრის წინ ემოციური ფონის შექმნა გამართლებული იყოს. სხდომამდე ზედმეტი მსჯელობა ამ შეკრებას დააზარალებს. ჩვენი მიზანი ერთმანეთთან კინკლაობა არ არის. ჩვენი მიზანია, შევთანხმდეთ ძირითად ფუნდამენტურ პრმინციპებზე, რაც გვაერთიანებს. შევთანხმდეთ, როგორ დავიცვათ ეს პრინციპები, რაც გუნდს აძლიერებს. თუკი ჩვენ ამ ყველაფერს დავიცავთ გაწერილი პროცედურებით და წესებზე შევთანხმდებით, ეს გუნდისთვის კიდევ უფრო სასარგებლო იქნება

გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან გასვლის შესახებ. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია, გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა, "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილმა კი კაკაბაძისთვის ხმის მიცემისთვის საჯაროდ ბოდიში მოიხადა. ფოფხაძის ამ კომნეტარს ინტერპერესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები