ქართული ოცნება

კალაძე: სამეგრელომ კარგად იცის, როგორი იყო მაფიოზურ-კლანური მმართველობა

სამეგრელო ის რეგიონია, რომელმაც კარგად იცის, როგორი იყო მაფიოზურ-კლანური, ძალადობრივი მმართველობა. ძალიან რთული იყო მაშინ განსხვავებული აზრის ხმამაღლა დაფიქსირება, თუმცა სამშობლოს სიყვარულით თქვენ ეს შეძელით. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ, შეგვეცვალა ძალადობრივი რეჟიმი.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე.

კომენტარები