გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი: პარტია ინსტიტუციად ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა

ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საერთოდ, სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია, "ქართული ოცნება" ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა.

ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, 11 მაისს კი ყრილობა, სადაც თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ. გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში თვითონაც იქნება.

კომენტარები