განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმა

პრემიერი: წინსვლა და ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს

ნებისმიერი გეგმა, რომელიც განათლებასა და განათლების სისტემის მომავალს უკავშირდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სწორედ ახალგაზრდებთან უნდა იყოს განხილული და შეჯერებული. ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალგაზრდებს გააჩნიათ თამამი იდეები, მომავლის სხვანაირი ხედვა და ასევე თამამი გადაწყვეტილებების მიღების სხვაგვარი უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის აღმშენებლობის პროცესისთვის. თქვენი ჩართულობა აბსოლუტურად საჭირო და გარდაუვალია. ჩვენ სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს. სწორედ ამან განაპირობა, რომ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში, რომელიც ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას ისახავს მიზნად, უმთავრესი, ნომერ პირველი პრიორიტეტული მიმართულება არის სწორედ განათლება.ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ განათლების სისტემა იყოს უფრო მეტად ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და გახდეს ეკონომიკური წინსვლის მთავარი მამოძრავებელი ძალა. რაც მთავარია, ჩვენ გვჭირდება და ვქმნით განათლების სისტემას, რომელიც აუცილებლად იქნება გათვლილი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაზე.

საქართველოს პრემიერმინისტრი განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე

კომენტარები