ნარკოპოლიტიკა

ზოიძე: დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი

გაყოფილია აზრი, მით უმეტეს ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანები იღუპებიან ნარკოტიკული საშუალებებისგან. ეს იწვევს ასევე გააქტიურებას საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც ითხოვს რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს, მათ შორის მომხმარებელთა მიმართაც დამოკიდებულება.​ ​[...] ჩვენ ალბათ მაქსიმუმ შემდეგი რამდენიმე კვირის გამავლობაში შევძლებთ და დავასრულებთ მუშაობას იმ რეფორმაზე, რომელიც ამ ეტაპზე, კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება, რომ დაინერგოს. ჩემი პირადი აზრით და ასევე ბევრი ადამიანის, ვინც ამ მიმართულებას ემხრობა, მათ შორის კანონპროექტის ავტორები 41 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, რომ დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან. რაც მთავარია, უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა და ეს შესაძლებელია პრევენციაში შესაბამისი თანხების ჩადებით.

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მალე დაიწყება

კომენტარები